02:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 16:08:59, 906 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი იტალიიდან და საბერძნეთიდან 40 000-მდე მიგრანტს გადაამისამართებს

ბრუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ იტალიასა და საბერძნეთში ჩამოსულ ათობით ათას მიგრანტს, შემდეგი ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადაამისამართებენ.

სამიტის თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის განცხადებით იტალიიდან და საბერძნეთიდან 40 000 მიგრანტის სხვა ქვეყნებში გადაყვანის გეგმას, ივლისის ბოლომდე ამ ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები მისცემენ დასრულებულ სახეს.

სამიტზე ასევე შეთანხმდნენ, რომ თავშესაფარი მისცენ 20 000-მდე დევნილს, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის საზღვრებს გარეთ იმყოფებიან.

საფრანგეთის პრეიდენტის ფრანსუა ოლანდის თქმით, მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, სირიიდან და ერაყიდანაა. დეტალები იმის შესახებ თუ სად დაასახლებენ მათ, ჯერ არ შეთანხმებულა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics