03:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 13:44:58, 31838 ნახვა

რეგიონი
სამეგრელოში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების - სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.

ახლახან, მარტვილში სამეგრელოს სასკოლო ლიგის ფარგლებში, მინი ფეხბურთის ფინალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ერთმანეთს ფოთის N15 საჯარო სკოლა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლა დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა სერგიეთის  მოგებით დასრულდა.

სამეგრელოს მინი ფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილეობა რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის 200-მდე მოსწავლემ მიიღო.

ახლა ფინალური შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს.

ინფორმაციისთვის, სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15-მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში.

სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს. საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics