13:44 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 14:53:55, 1015 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი - რუსეთი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ეშტონ კარტერი რუსეთს აშშ-ის უსაფრთხოების გლობალურ-სტრატეგიული გამოწვევების სიის სათავეში ასახელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცლეებს.

ეს განცხადება კარტერმა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

კარტერმა აშშ-ის ხუთი გლობალურ-სტრატეგიული გამოწვევა დაასახელა: რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ტერორიზმი.

"სწორედ ამ გამოწვევების მიხედვით გეგმავს ბიუჯეტს თავდაცვის უწყება", - წერია პენტაგონის პრეს-რელიზში.

ამასთან ერთად, ეშტონ კარტერმა რუსეთი და ჩინეთი იმ მოწინაღმდეგეებად დაასახელა, რომლებსაც განვითარებული აქვთ სამხედრო სისტემა და აგრძელებენ მის განვითარებას.

"ეს კი, რამდენიმე სფეროში აშშ-ის უპირატესობის წინააღმდეგაა მიმართული. დღევანდელი მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რაც იყო ბოლო 25 წლის მანძილზე. ის ახალ ინვესტიციებსა და ქმედებებს მოითხოვს",- განუცხადა ეშტონ კარტერმა სენატორებს.

როგორც პენტაგონში აცხადებენ, ახალი საბაზო ბიუჯეტისთვის საჭიროა თითქმის 600 მილიარდი დოლარი, აქედან 60 მილიონამდე - მხოლოდ საგარეო სამხედრო ოპერაციებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული.

აშშ-ის არმიის პრეს-სპიკერის პატრიკ მერფის განცხადებით, პენტაგონის ახალი, 2017 წლის ბიუჯეტი "მინიმალურად ადეკვატურია".

როგორც მედია საშუალება იტყობინება, პრეზიდენტი ბარაკ ობამას სამხედრო ბიუჯეტის ხარჯების შემცირება 27 მილიარდი დოლარით სურდა, რამაც შესაძლოა შეიარაღების პროგრამის ნაწილის შემცირება გამოიწვიოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics