00:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-11 18:47:27, 876 ნახვა

საზოგადოება
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაუბრუნა. ინფორმაციას უკარაინული მედია უკრაინის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ტყვეობიდან დაბრუნებულებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, სამოქალაქო პირები.

"ჩვენი მეომრები უკრაინას სხვადასხვა ფრონტზე იცავდნენ: მარიუპოლის, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის, დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ხერსონის, ზაპოროჟიეს მიმართულებებზე. ზოგიერთი მათგანი დაჭრილია. უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა", - თქვა ზელენსკიმ.

ასევე უკრაინაში სააღდგომო ზავის რეჟიმი ამოქმედდა. სააღდგომო ზავის ამოქმედების შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთმაც.

პუტინის ბრძანების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა 11 აპრილის 16:00 საათიდან დაიწყო და 12 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდება.

პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ამ პერიოდში ყველა მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა დაავალა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა, სააღდგომო ზავთან დაკავშირებით, რუსეთის ქმედებების შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

"უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად ვართ სარკისებური ნაბიჯებისთვის. წელს სააღდგომო დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვედით და შესაბამისად ვიმოქმედებთ.

ხალხს სჭირდება აღდგომა მუქარის გარეშე და მშვიდობისკენ რეალური პროგრესი, ხოლო რუსეთს აქვს შანსი, რომ აღდგომის შემდეგ თავდასხმებს აღარ დაუბრუნდეს", - თქვა ზელენსკიმ.

თავდაპირველად, უკარაინის პრეზიდენტმა 30 მარტს განაცხადა, რომ უკრაინა მზადა იყო აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტისთვის და ე.წ. ენერგეტიკული ზავისთვის თუ ამას რუსეთი მიიღებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics