13:36 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 17:54:31, 822 ნახვა

სპორტი
თინა ხიდაშელი: დონალდ ტუსკის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო „არ გადააჭარბოთ რეაქციაშიო“

„პროვოკაციებზე საპასუხოდ, დონალდ ტუსკის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო „არ გადააჭარბოთ რეაქციაშიო“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლეში განუცხადა, სადაც ევროკავშირის  მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის  რესპუბლიკაში  საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტთან  შეხვედრა გაიმართა.
მისივე თქმით, ტუსკის განცხადებები ადასტურებს  იმას, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ არჩეული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სწორია.
„მთავარი მადლობა, რაც ჩვენ მათგან გვესმის ამ პროვოკაციებზე საქართველოს პასუხად არის ის, რომ ემოციებს არ ვყვებით და ძალიან პრაგმატული პასუხი გვაქვს რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე. ტუსკმა ასეთი ფრაზაც კი იხმარა - „არ გადააჭარბოთ რეაქციაშიო“. მე ვფიქრობ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მისი მხრიდან, პასუხი იმ პროვოკაციებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას პრინციპში 7 წელია და ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს რამდენჯერმე იყო სახეზე. ჩემი აზრით, ყოველი წინადადება, რომელიც ჩვენ პრეზიდენტ ტუსკისგან მოვისმინეთ, მრავალგზის დადასტურება იყო იმისა, რომ ქართული სახელმწიფოს მიერ არჩეული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ყველაზე უფრო სწორი არჩევანი და ევროკავშირი საქართველოს მხარში უდგას ამ პოლიტიკის თანმიმდევრულად განხორციელებაში“,-განაცხადა თინა ხიდაელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics