21:47 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 15:28:46, 14588 ნახვა

High - Tech
Xiaomi გამოუშვებს სმარტფონს, რომელიც მზისგან დაიტენება

ტექნოლოგიების დარგში მოღვაწე კომპანია Xiaomi-მ მათი ახალი სმარტფონის Mi Sun-ის, კონფიგურაციის და სპეციფიკაციის შემცველი ნახაზები გამოაქვეყნა. 
სმარტფონის მთავარი ინოვაციური შემადგენელი , უკანა პანელში ინტეგრირებული მზის ბატარეაა, რომელმაც მოწყობილბა იმ შემთხვევაში უნდა დატენოს, თუ კაბელი რაიმე მიზეზის გამო მიუწვდომელია. 


ნახაზებზე სმარტფონი ძალიან თანამედროვედ გამოიყურება. მისი ეკრანი წინა პანელის თითქმის 100% მოიცავს, ხოლო წინა კამერა ეკრანის ქვემოდაა "დამალული". 
ცნობისთვის მზის პანელების , სმარტფონებში ინტეგრაციის იდეა ახალი არ არის - ეს პატენტი კორეულ კომპანია LG-ს ეკუთვნის, რომელმაც ჯერ კიდევ 2010 წელს წარადგინა სატესტო მოწყობილობა GD510, რომელიც მზისგან მართალია ძალიან ნელა, მაგრამ იტენებოდა. მას მერე ტექნოლოგიები წინ წავიდნენ.

ვიმედოვნებთ, რომ Xiaomi-ს სმარტფონი იდეის დონეზე არ დარჩება.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics