2015-01-20 16:38:59, 464 ნახვა
საზოგადოება
ბუტა რობაქიძის დედა: ალბათ შემდეგი მე ვიქნები
იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა გააკეთა.
ია მეტრეველი ფიქრობს, რომ იური ვაზაგაშვილი მოკლეს და მას თავი არ მოუკლავს.
"ბატონი იური თავს არ მოიკლავდა ეს რაღაც სხვა არის. ყველაფერი იმის ბრალია, რომ მკვლელები გარეთ არიან, ძალიან კარგად. ალბად შემდეგი მე ვიქნები“, - განაცხადა ია მეტრეველმა.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან