2015-01-14 17:33:56, 366 ნახვა
საზოგადოება
დონბასში შეიარაღებული დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უკრაინაში დაღუპული ქართველი შალვა ბუხაიძეა, რომლის სავარაუდო გარდაცვალების ადგილად დონეცკი სახელდება.
უცნობია, თუ როდის გადმოასვენებენ შალვა ბუხაიძეს საქართველოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან