12:23 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-02 11:52:27, 3395 ნახვა

საზოგადოება
ლაშა ავალიანი: ძაღლებს, რომლებმაც რეაბილიტაციის პერიოდი გაიარეს, ზუგდიდში დააბრუნებენ

„გასულ წელს მიღებულ იქნა კანონი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომელმაც განსაზღვრა მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ცხოველთა გაყვანის და ლოკაციაზე დაბრუნების.  კანონში არის ჩანაწერი, რომ რიგ ადგილებში მიკედლება ცხოველების არის შეზღუდული, ასეთი ადგილებია ბაღები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამასთან დაკავშირებით საუბრის დროს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კანონქვემდებარე აქტებმა დააზუსტა, რომ მიკედლების გარდა, აღნიშნულ ტერიტორიებზე, და ამ ტერიტორიებს შორისაა აგრარული ბაზარიც, სურსათის უვნებლობის მოთხოვნიდან გამომდინარე, იკრძალება ძაღლების ყოლა. განკარგულებამ განსაზღვრა, რომ ასეთ ტერიტორიებზე არ უნდა მოხდეს ძაღლების დაბრუნებაც.

„დღეის მდგომარეობით, ის ცხოველები, რომლებსაც ჩაუტარდათ სტერილიზაცია-კასტრაცია, დარჩენილი 29-დან 12 დღეს დაბრუნდება ტერიტორიაზე. დანარჩენი 17, მას შემდეგ, რაც რეაბილიტაციის პერიოდი გაივლის; ეს სავარაუდოდ მოხდება დღეს საღამოს ან ხვალ დილით“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძაღლებს დააბრუნებენ ზუგდიდის ტერიტორიაზე და არა დაუსახლებელ ადგილებზე. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics