13:03 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-23 11:10:48, 3608 ნახვა

სხვადასხვა
12 ოქტომბრიდან EU-ში შესვლა-გასვლის ახალი სისტემა პასპორტების დაშტამპვას ჩაანაცვლებს

ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბრიდან ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოპერაციების ეტაპობრივი დანერგვა დაიწყება.

ეს ნიშნავს, რომ პასპორტში შტამპების დასმის სისტემას ახალი სისტემა ჩაანაცვლებს, რომელიც ეფუძნება ბიომეტრიულ მონაცემებს, მაგ. თითს ანაბეჭდებს, სახის გამოსახულებასა და სხვა სამოგზაურო ინფორმაციას.

"შესვლა-გასვლის სისტემა (EES) გამოიწვევს ევროკავშირის საგარეო საზღვრების მენეჯმენტის მოდერნიზებას და გაუმჯობესებას. ის მიაწოდებს სარწმუნო მონაცემებს საზღვრის კვეთის შესახებ, სისტემატურად გამოავლენს პირებს, რომლებიც არღვევენ ქვეყანაში დარჩენის ვადებს, და თაღლითობის შემთხვევებს დოკუმენტების და პირადი მონაცემების გაყალბებით." - წერია პრესრელიზში.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი EES სისტემის თანდათანობით დანერგვას ექვსი თვე დასჭირდება.

პრესრელიზის მიხედვით, "სასაზღვრო ორგანოები თანდათანობით დაარეგისტრირებენ მონაცემებს მესამე ქვეყნების მოქალაქეების შესახებ, რომლებიც საზღვრებს კვეთენ. ამ პერიოდის ბოლოს შესვლა-გასვლის სისტემა (EES) სრულად იქნება დანერგილი ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics