|
2024-11-24 11:18:52, 849 ნახვა
სპეციალური ანონსი
„სახელოვნებო სცენა პროტესტს უცხადებს რეჟიმს“ - თბილისში 17:00 საათზე მსვლელობა გაიმართება
დღეს, 24 ნოემბერს თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები FULL STOP · წერტილი და კულტურა დემოკრატიისთვის არიან. როგორც ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსვლელობა 17:00 საათზე, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დასრულდება. „26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით, მმართველმა პარტიამ, უგულებელყო უმრავლესობის ნება და საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მთავარი - არჩევანის თავისუფლება წაართვა. საქართველოს სახელოვნებო სცენა პროტესტს უცხადებს რეჟიმს, რომელიც ებრძვის ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც სიტყვის, გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლებაა. ქართული კულტურა საფრთხეშია და მასთან ერთად, საფრთხეშია თავად ქართული იდენტობაც. ამის კარგი ილუსტრაციაა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენებიც. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, არ გავჩუმდეთ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, დავიცვათ ადამიანის ძირეული უფლებები და ქართველი ხალხის არჩეული, ისტორიული ევროპული კურსი. ვიწყებთ პროტესტების სერიას, რომელსაც სხვადასხვა ფორმა და შინაარსი ექნება. ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული კულტურა და იდენტობა - ვთხოვთ შემოგვიერთდეს. მოძრაობის პირველი მსვლელობა კვირას, 17:00-ზე გაიმართება. შეხვედრის ადგილი - შოთა რუსთაველის ძეგლთან, რუსთაველის მეტროს გვერდით. სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად, მსვლელობის ბოლო წერტილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება“,- აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)