2015-01-05 14:11:00, 575 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები 7 იანვარს თბილისში თოვლს ელოდებიან
დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდი გაუარესდება. თბილისში 7-8 იანვარს თოვლს ელოდებიან. 9-ში კი, -5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. ყინვაა მოსალოდნელი, ასევე, აღმოსავლეთ რეგიონებშიც.
"ყინვებია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში 9-ში და 10-ში. დასავლეთ საქართველოში ყინვას ვფიქრობთ -5 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით შიდა ქართლში -12 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -5, -6 გრადუსის ფარგლებში. დედაქალაქში თოვლს ველოდებით 7-ში დღის მეორე ნახევარში და რვაშიც",-აცხადებენ სინოპტიკოსები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან