01:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-01 14:44:05, 3692 ნახვა

კულტურა
„თავისუფლებისა და მუსიკის სამი დღე“ – TBILISI OPEN AIR მსმენელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა

სამხრეთ კავკასიის ყველაზე მასშტაბური,  ყოველწლიური  მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2016  გუშინ 31 ივლისს დასრულდა. 

სამი დღის მანძილზე ფესტივალის სტუმრებს  საშუალება ჰქონდათ ქართველი და უცხოელი მომღერლებისათვის სამ  სცენაზე მოესმინათ. ფესტივალის მთავარი მოვლენა ირლანდიელი მუსიკოსი Demien Rice იყო. შესაბამისად, ფესტივალის მესამე დღე ყველაზე ხალხმრავალი და ოვაციებით სავსე აღმოჩნდა. ირლანდიელმა მომღერალმა მსმენელის მოლოდინი გაამართლა.  არანაკლებ ემოციური იყო  30 ივლისს ამერიკელი გიტარისტის Steven Siro იგივე  Steve Vai-ს, ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის–Unkle, 29 ივლისს კი ბრიტანული ჯგუფ Morcheeba-ს წევრების Skye-ს და Ross –ის, ასევე ფრანგული მუსიკალური ბენდის Air-ის გამოსვლა. 

დახურვის დღეს მთავარ სცენაზე ბოლო გამომსვლელი ინგლისელი შემსრულებელი Tricky  იყო.

 რამდენიმე ქართული ბენდის პროტესტის მიუხედავად, მსმენელის წინაშე ბევრი ქართველი შემსრულებელი წარსდგა. მათ შორის: ერეკლე დეისაძე, მაქს მაჩაიძე, ზურმუხტისფერი ბედის ორდენი, ქეთათო, რობი კუხიანიძე და სხვები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics