20:36 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-26 18:58:33, 973 ნახვა

საზოგადოება
მიტროპოლიტი ისაია არ ადასტურებს, რომ კანდიდატურა მოხსნა

მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია) არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს (მუჯირი) სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.

მედიამ მიტროპოლიტ ისაიას ჰკითხა, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა და საერთოდ განიხილავს თუ არა თავის კანდიდატურას, რომ კენჭისყრაზე დადგეს.

"ჯერ შორი დროა არჩევნებამდე, ამიტომ ჯერ არც არავის შეუთავაზებია კანდიდატი და არც არავის მოუხსნია. მგონი, გასაგებად გეუბნებით” - თქვა მიტროპოლიტმა.

 

ერთ-ერთი პირველი, ვინც გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ კანდიდატურა მოხსნა, რასაც ის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ტელესახე, გია გაჩეჩილაძე („უცნობი“) იყო. გია გაჩეჩილაძის განცხადებით, მას ერთ-ერთმა სასულიერო პირმა უთხრა, რომ მიტროპოლიტმა ისაიამ თავის კანდიდატურა მოხსნა.

„ყველამ უნდა მოხსნას კანდიდატურა შიოს სასარგებლოდ, მე თუ მკითხავთ. და ვინც დარჩება და არ მოხსნის, აი, ისინი არიან მოღალატეები. დიდი მადლობა მეუფეო, რომ თქვენ არსებობთ და ეს მაგალითი მიეცით ყველას, რა უნდა გააკეთოს სინოდის წევრებმა. ჩუმად გააკეთეთ, მაგრამ ძალიან მაგარი რამე გააკეთეთ“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics