14:06 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 12:32:10, 734 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო: სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების გადაზიდვაზე რუსეთს აგვისტოს ომის შემდეგ არ მოუმართავს

სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების გადაზიდვაზე რუსეთს აგვისტოს ომის შემდეგ არ მოუმართავს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ სირიის მიმართულებით გადაადგილებისას, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთების საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაზიდვასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ მოუმართავს.

ამგვარი მომართვის შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია რუსეთის ფედერაციის სამხედრო თვითმფრინავების ფრენებთან ან სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთის საჰაერო გადაზიდვასთან დაკავშირებით, იქნება უარყოფითი“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics