22:00 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 14:15:07, 4016 ნახვა

კომენტარი
პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესი ჭარბი მოგების ცდუნებას არ აჰყვება

დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესი ჭარბი მოგების ცდუნებას არ აჰყვება - თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშილმა ჟურნალისტებთან. 

"როდესაც ბიზნესს აქვს შექმნილი კარგი პირობები ბიზნესის საწარმოებლად და საქართველო ამ მხრივ არის ლიდერი, როდესაც მას სახელმწიფო, ხელისუფლება, კანონმდებლობა, საზოგადოება უქმნის პირობებს ბიზნესის საწარმოებლად იმიტომ, რომ არის დაბალი გადასახადები იმიტომ, რომ არის გასაგები კანონმდებლობა იმიტომ, არის სწრაფი სერვისები იმიტომ, რომ არის დაბალი კრიმინალური მდგომარეობა, ამ ყველაფრის გამო, რომ ბიზნესი კარგად ვითარდება და აქვს კარგი შემოსავალი, ნიშნავს, რომ ამავე დროს არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს და იქ, სადაც შეიძლება იყოს ჭარბი მოგების ცდუნება, ამ ცდუნებას არ აჰყვებიან და ის მოგება, რაც ბიზნესს ზოგადად უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა, მათი მოგებაა, თუმცა ჭარბი მოგებისკენ სწრაფვა, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის არ გამოჩენა." - განაცხადა პაპუაშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics