17:34 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-01 23:14:07, 1242 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ძალიან ვუფრთხილდებით. უფრო გაღრმავება გვინდა

"ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ძალიან ვუფრთხილდებით, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება, რათა პარტნიორობა უფრო გაღრმავდეს", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ თემაზე სპეკულირებენ ადამიანები, რომლებიც ჩინეთთან თანამშრომლობას ლამის ქვეყნის ღალატად აცხადებენ.

„ჩინეთში იმართება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი და სწორედ ამ სამიტის ფარგლებში იმყოფებიან კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ჩინეთში და ისინი, ამავდროულად, ესწრებიან აღლუმს, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ესწრებიან ამ ღონისძიებას,

აბსოლუტურად ჩანს ის, თუ რა ღირებულებებით და რა პრინციპებით მოქმედებს ჩვენი ოპონენტი ძალა. რაც შეეხება საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას, ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამისთვის მე პირადად ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებ“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics