00:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-28 17:18:49, 1262 ნახვა

კომენტარი
გია ვოლსკი - უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გარკვეული პროცედურა და თანხმობა სჭირდება, ასე მარტივი არ არის, ბევრი ქვეყანა ამას მხარს არ დაუჭერს

უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გარკვეული პროცედურა და თანხმობა სჭირდება. ეს ასე მარტივი თემა არ არის, ბევრი ქვეყანა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „მათი მოთხოვნები მოწყვეტილია იმ პრინციპებისგან, რაც ევროკავშირს აქვს“.

„პირველი საკითხია გამჭვირვალობის უგულებელყოფა. ეს პირდაპირ დაპირისპირებული პრინციპია ევროკავშირის სისტემასთან. არ შეიძლება, ქვეყანაში შავბნელი ფული შემოდიოდეს და რევოლუციის მოწყობაში იხარჯებოდეს. საქართველოში უმცირესობის უფლებები დაცულია, მათ შორის შესაბამისი კანონებით. რაც მთავარია, ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაკავშირებული საკითხი ის თემა არ არის, რაზეც შეიძლება, ევროკავშირი საქართველოს უპირისპირდებოდეს. ეს არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა. ამ კანონის გაწვევა იმდენად გამაოგნებელი მოთხოვნაა, რომ პირდაპირ მიუთითებს სერიოზულ პოლიტიკურ მიზანზე, როგორმე ახალგაზრდები რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის დარაზმონ. ამ თემაზე არგუმენტირებული პასუხი გვექნება. ყველა პუნქტზე სამართლებრივი დასაბუთება იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics