2022-12-23 15:31:59, 2162 ნახვა
კომენტარი
მაჭარაშვილი CNN-ზე - უკვე საჯაროდ ცნობილია, რომ ასეთი საერთაშორისო მედიაც კი, გახდა სუბიექტური
ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი ამბებს საერთაშორისო სააგენტო CNN-ი სუბიექტური გახდა.
აღნიშნული შეფასება გურამ მაჭარაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკულმა ტელეკომპანიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა.
"ეს უკვე გახდა საჯაროდ CNN-ზე უკვე ცნობილი, რომ ასეთი საერთაშორისო მედიასაშუალებაც კი, გახდა სუბიექტური და გამომდინარე აქედან, ერთი წუთიც კი არ არის დათმობილი საწინააღმდეგო პოზიციის გახმოვანებისთვის. ევროსასამართლოს გადაწყვეტილება CNN-მა პრაქტიკულად თავზე გადაახია და უთხრა,რომ ეს არაფერი არ არის",- ამბობს მაჭარაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,