18:01 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 16:50:59, 6887 ნახვა

High - Tech
CCleaner-ი ჰაკერებმა მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენეს

CCleaner აპლიკაციის „არალეგალურად მოდიფიცირებული“ ვერსია, რომელიც ერთი თვის წინ გამოვიდა გაყიდვაში, ჰაკერებმა მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენეს, - ამის შესახებ Sky News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული აპლიკაცია უკვე 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გადაიწერა კომპიუტერზე.

ანტივირუსის შემქმნელმა კომპანია Piriform-მა, გამოაქვეყნა განცხადება საკუთარ საიტზე, სადაც წერია, რომ ჰაკერებმა CCleaner-ის ახალ ვერსიაში შეღწევა მის გამოშვებამდე მოახერხეს.

მედიის ცნობით, ჰაკერებმა აპლიკაციის ლეგიტიმურ კოდებზე ვირუსული კოდები დაამატეს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, წაშალოს არასასურველი ფაილი ჰარდ დრაივებიდან. სწორედ ამან მისცა ჰაკერებს 2.27 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მოპოვების საშუალება. აღნიშნული ვირუსული კოდების დამატების შესახებ ინფორმაცია, აპლიკაციის გამოშვებიდან ერთ თვეში გახდა ცნობილი.

Piriform-ის წარმომადგენელმა პოლ იუნგმა განაცხადა, რომ კომპანია თავს იკავებს ზედმეტი სპეკულაციებისგან, იმის თაობაზე თუ ვინ დგას ჰაკერული შეტევის უკან და რამდენი ხანი მზადდებოდა თავდასხმა.

მისივე ინფორმაციით, ვირუსი ნაპოვნია და პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics