13:55 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 13:24:45, 8413 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - სამი პაციენტის შემთხევაში, ინფექციის წყაროს დადგენა გენეტიკური სეკვენირების საშუალებით მოხდა, რომელიც ლუგარის ცენტრს გააჩნია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, სამი პაციენტის შემთხევაში, როდესაც ისინი ინფექციის ზუსტ წყაროს ვერ ასახელებდნენ, წყაროს დადგენა გენეტიკური სეკვენირების საშუალებით მოხდა, რომელიც ლუგარის ცენტრს გააჩნია.

როგორც იმნაძემ აღნიშნა, ზოგიერთი ქვეყნის გენეტიკური ხაზები მსოფლიო ბაზაში ატვირთული არ არის, რადგან ამის შესაძლებლობა ყველა ქვეყანას არ გააჩნია.

„როდესაც საჭიროა ჩვენ გვეხმარება ყველა უწყება. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ამაზე მიმდინარეობს კვლევა. საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ რამდენიმე შემთხვევაში, როდესაც ზუსტი ინფიცირების წყარო არ ვიცოდით, სეკვენირების საშუალებით, რომლის შესაძლებლობაც ლუგარის ცენტრს გააჩნია, რომ ვირუსი, რომელიც აქვს პაციენტს მისი გენეტიკური სეკვენსი მოახდინოს. სამი შემთხვევაა, როდესაც არ ვიცოდით ზუსტი ინფექციის წყარო. ადამიანი ასახელებდა, რომ მას ჰქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ამ სამივე შემთხვევაში ჩვენ შევძელით გენეტიკური ხაზის მიხედვით დაგვედგინა ვირუსი, თუ რომელ ქვეყანასთან იყო კავშირში. ასე, რომ ეს გაგრძელდება. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის გენეტიკური ხაზები ჯერ ატვირთული არ არის მსოფლიო ბაზაში, რომლის შესაძლებლობაც ყველა ქვეყანას არ გააჩნია“, - განაცხადა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics