17:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 13:12:45, 659 ნახვა

ეკონომიკა
„ვენდი“ ქათმის მენიუზე ერთთვიან საგაზაფხულო აქციას იწყებს

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“, დღეიდან, ქათმის მენიუზე ერთთვიან საგაზაფხულო აქციას იწყებს და ქათმით მომზადებულ უგემრიელეს ბურგერებს, ვრეპებს, სალათებსა და ნაგეტსებს მომხმარებელს ნახევარ ფასში სთავაზობს.

„ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ მუდმივად ცდილობს ერთგული მომხმარებელი საინტერესო შეთავაზებებითა და სიახლეებით გაანებივროს. ქათმის ფესტივალი „ვენდის“ ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს „ვენდის“ საფირმო ქათმის პროდუქტები ნახევარ ფასად დააგემოვნოს და კომბო მენიუს შეძენის შემთხვევაში სათამაშო ზონის ჟეტონებითაც გაიხალისოს „ვენდიში“ გატარებული დრო“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

საგაზაფულო აქციის ფარგლებში „ვენდის“ უგემრიელესი ქათმის პროდუქტების, როგორიცაა გრილზე შემწვარი ქათმის ბურგერი, ცხარე ქათმის ბურგერი, გრილზე შემწვარი ქათმის ვრეპი, ცხარე ქათმის ვრეპი, ცეზარის სალათი და ქათმის ნაგეთსები, ფასები 2.90 ლარიდან დაიწყება.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით და საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში მდებარეობს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics