03:26 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-05 16:57:12, 1922 ნახვა

პოლიტიკა
ირანი აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიშს უარყოფს

ირანი აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიშს უარყოფს. ეს განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. 

მან თქვა, რომ ირანი "მეზობელ ქვეყნებს არ უმიზნებს".

5 მარტს დილას აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა - ირანული დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც, მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი.

ამასთან, საგარეო უწყებამ თქვა, რომ ეს თავდასხმა "ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას".

აზერბაიჯანის საგარეო უწყების თანახმად, "აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები".

გარდა ამისა, ნახიჩევანზე დრონებით იერიშის გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ელჩი დაიბარა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics