17:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-03 14:46:37, 1355 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი - რუსეთმა სუმი დაბომბა, არიან დაღუპულები

3 ივნისს, რუსეთმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით ქალაქ სუმზე იერიში მიიტანა.

ბოლო მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 20 ადამიანი. დაშავებულთა შორის არის 17 წლის მოზარდი.

რუსულ თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

"რუსებმა სუმიზე მხეცური იერიში მიიტანეს. უბრალო ქალაქზე, ჩვეულებრივ ქუჩებზე – რეაქტიული არტილერიით. სრულიად გააზრებული დარტყმა მშვიდობიან მოსახლეობაზე".

მისი თქმით, ქალაქში გრძელდება სამაშველო სამუშაოები. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

"მივიღეთ ცნობა ერთი ჭურვის შესახებ, რომელიც არ აფეთქდა. ეს ჭურვი მე-9 სართულზე, საცხოვრებელი ბინის კედელში გაიჭედა. სულ ეს არის, რის ცოდნაც საჭიროა რუსეთის "სურვილზე" დაასრულოს ომი". – წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics