2020-04-14 10:33:35, 6995 ნახვა
ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 13 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა
ვ. ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში 13 წლის მოზარდი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
მისივე განცხადებით, მათ კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 7 პაციენტია მოთავსებული.
„ჩვენთან მკურნალობს 54 პაციენტი, აქედან 21 არის კოვიდ დადასტურებული, დამატებულია 5 პაციენტი. 21 პაციენტიდან 8 პაციენტია 18 წლამდე ასაკის, ამ 8-დან ერთს გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და 13 წლის მოზარდი გაეწერება.
კვლევაში ჩაერთვება 10 პაციენტი. დადასტურებული შემთხვევებიდან 5 პაციენტი საყურადღებოა, დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან