03:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-10 14:07:53, 14261 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან, ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პაციენტს ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, ქრონიკული დაავადება - შაქრიანი დიაბეტი აქვს.

„ამჟამად, კლინიკაში დაკვირვების ქვეშ სამოცდასამი პაციენტია, სამი დადასტურებული კოვიდ ინფექციით. აქედან ერთს მდგომარეობა არის შედარებით მძიმე, იმიტომ რომ ამ პაციენტს აქვს პნევმონია, რაც ახასიათებს კოვიდის ფორმებს, ამასთან აქვს თანმხლები დაავადება შაქრიანი დიაბეტის სახით.

დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ რომ სამივე მათგანს აღენიშნება პნევმონია, თუმცა არც ერთ მათგანს ჯერჯერობით აპარატული სუნთქვა არ ესაჭიროება. თუ საჭირო გახდება მართვითი სუნთქვის გამოყენება გამოვიყენებთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics