|
2026-04-01 19:39:42, 3426 ნახვა
პოლიტიკა
ირანის საგარეო უარყოფის ტრამპის განცხადებას, რომ თეირანმა ვაშინგტონს ზავი სთხოვა
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ თეირანმა ვაშინგტონს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა და დაწერა, რომ "ირანის ახალმა პრეზიდენტმა" აშშ-ს ზავი სთხოვა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტა სთხოვა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპს არ დაუსახელებია, ვის გულისხმობს, მაგრამ ირანის პრეზიდენტს ახასიათებს როგორც ნაკლებად რადიკალიზებულს და გაცილებით ჭკვიანს. „ირანის რეჟიმის ახალი პრეზიდენტი ნაკლებად რადიკალიზებულია და წინამორბედებისგან ბევრად ჭკვიანი. მან ცოტა ხნის წინ მან შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის თხოვნით მიმართა. ამ საკითხს მას შემდეგ განვიხილავთ, რაც ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, იქნება თავისუფალი და სუფთა. იქამდე კი, ირანის განადგურებას გავაგრძელებთ, ან როგორც ამბობენ, გავაგრძელებთ ქვის ხანაში მის დაბრუნებას“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)