21:07 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 14:54:46, 509 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში საქართველოს ვეტერანთა დღე აღინიშნა

დღეს კასპის მუნიციპალიტეტში საქართველოს ვეტერანთა დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და დაუმარცხებელი ქართველი გენერლის, გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.

"მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

17 ოქტომბერი  ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა.

საქართველოში ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მეთერთმეტედ აღინიშნა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ვეტერანს ულოცავს დღევანდელ დღეს, უსურვებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მადლობას უხდის ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელი ღვაწლისთვის.

#17ოქტომბერივეტერანისდღეა",- ნატქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics