13:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-05 11:55:38, 1181 ნახვა

სამხედრო
მინდია ჯანელიძე გენერალ ჯონ კემპბელს შეხვდა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე "გადამწყვეტი მხარდაჭერის" მისიის სარდალს, ოთხვარსკვლავიან გენერალ ჯონ კემპბელს შეხვდა. 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინდია ჯანელიძემ ამერიკელ გენერალთან "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ქართველი სამხედროების ჩართვაზე ისაუბრა.

მათივე ცნობით,  საუბარი უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო. გენერალმა კემპბელმა ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო მისიაში საქართველო კვლავ რჩება ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უმსხვილეს კონტრიბუტორად. 

2015 წლიდან ავღანეთში ნატოს ეგიდით "მტკიცე მხარდაჭერის" მისია დაიწყო, რომელშიც ქართული კონტინგენტი ამერიკული და გერმანული სარდლობების დაქვემდებარებაში იმოქმედებს. სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ავღანეთის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივი ძალები გადაიბარებენ, კოალიციური ძალები კი ავღანეთის ეროვნულ ძალებს წვრთნასა და აღჭურვაში გაუწევენ დახმარებას.

მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდალთან ვიზიტით დასრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics