14:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 23:32:55, 6066 ნახვა

Lifestyle
მსახიობ იდრის ელბას კორონავირუსი დაუდგინდა

"ამ დილით COVID 19-ის ტესტმა დადებითი შედეგი მიჩვენა. თავს კარგად ვგრძნობ, სიმპტომები არ მაქვს, მაგრამ იზოლაციაში ვიმყოფები. დარჩით სახლებში და იყავით წინდახედულები. ჩემს შესახებ ინფორმაციას აქ შეგატყობინებთ. არანაირი პანიკა"-დაწერა მსახიობმა საკუთარ "ტვიტერში".
როგორც Hollywoodreporter წერს, ელბამ იცოდა, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც COVID 19 დაუდგინდა. მას ტესტი პარასკევს აუღეს და სანამ პასუხს გაიგებდა, რაც დღეს დილით მოხდა, თვითიზოლაციაში დარჩენა ამჯობინა.
ტომ ჰენქსი, რიტა უილსონი, მოდელი ოლგა კურილენკო, კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლე სოფი გრეგუარ ტრიუდო და ახლა უკვე მსახიობი იდრის ელბა-ასეთია ცნობადი ადამიანების სია, რომლებსაც ახალი კორონავირუსი უკვე დაუდგინდათ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის მსხვერპლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 6500 ადამიანს შეადგენს და ეს რიცხვი დღითიდღე იზრდება. მეცნიერები ანტიდოტის შექმნაზე აქტიურად მუშაობენ. აშშ-ში შესაძლო ვაქცინის ტესტირება ადამიანზე უკვე დაწყებულია.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics