|
2018-09-23 19:07:29, 8863 ნახვა
კულტურა
ეროვნული არქივის კინოთეატრში კანადური კინოს დღეები გაიხსნა
საქართველოს იუტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში კანადური კინოს დღეები დღეს ანიმაციური ფილმების პროგრამით გაიხსნა. დღესვე, 19:00 საათზე ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმი „პატარა გოგო, რომელსაც ასანთი მეტისმეტად უყვარდა". რეჟისორი: სიმონ ლავუა. 2017. რეტროსპექტივა კანადური მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ოთხი სეანსისგან შედგება. ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალის ენაზე, ქართული თარგმანით. კანადური კინოს დღეების ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული არქივი და დალჰაუსის უნივერსიტეტი. რეტროსპექტივა იმართება საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოს კვლევების კანადური ჟურნალის ფინანსური მხარდაჭერით. ფილმებს წარადგენს კინოპროგრამის კურატორი, ევროპათმცოდნეობაში კანადის კვლევების ხელმძღვანელი, დოქტორი ჯერი უაითი. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)