01:13 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 18:04:37, 618 ნახვა

სამართალი
პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანისთვის, ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება

არასრლუწლოვანთა მართლმსაჯულების  სპეციალური კოდექსი შეიქმნა. ახალი კოდექსის მიხედვით, პატიმრობაში მყოფი  არასრულწლოვანისთვის, ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე  მცირდება. ამასთან, ბავშვებთან მიმართებაში მოწმის დაკითხვის ახალი წესი იმოქმედებს. რაც შეეხება სასჯელის მოხდის პირობებს,  კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებული  არ შეიძლება  განთავსდეს სრულწლოვანთან  ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი.
 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტი იუსტიციის სამინისტრომ სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ქართველთა და უცხოელი ექსპერტების, ეროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის („UNICEF“ -ს) რეკომენდაციების  საფუძველზე, ევროკავშირის პროექტის-„სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“-მხარდაჭერით მოამზადა.
  ინოვაციური პროექტი დღეს  სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. ღონისძიება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა და მას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო  და სასამართლო   ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics