21:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 11:43:52, 4027 ნახვა

კულტურა
კონსერვატორიაში თბილისის კამერული მუსიკის XI ფესტივალი გაიმართება

თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 8-13 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში თბილისის კამერული მუსიკის XI ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი ვოკალური მუსიკის საღამოთი გაიხსნება, რომელზეც მსმენელის წინაშე  მეგი ჩიხრაძე (სოპრანო) და თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო) წარდგებიან. მასში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი ქართველი მუსიკოსები: ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეები, ჯგუფი „The Quintessence", ნიკოლოზ რაჭველი (ფორტეპიანო), ოთარ მაღრაძე (ფორტეპიანო), ნინო გულიაშვილი (ფორტეპიანო) და სხვა.

ცნობისთვის, ფესტივალი 2006 წლიდან ტარდება. მასში აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა თაობისა და პროფილის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები– ინსტრუმენტალისტები და ვოკალისტები.

თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალის მხარდამჭერი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics