13:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-11 17:13:40, 6161 ნახვა

კომენტარი
რომის პაპმა პირველი ლოცვის დროს უკრაინაში მშვიდობისკენ მოუწოდა

ახალმა პაპმა, ლეო XIV-მ, კვირას, 11 მაისს, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური ლოჯიდან, მორწმუნეებს პირველად მიმართა პატივცემული ლოცვით რეგინა კაელი - „ზეცის დედოფალი“.

თავის პირველ მიმართვაში პაპმა მსოფლიოს წამყვან ძალებს მოუწოდა, აღარ დაუშვან ომები. ლეო XIV ასევე საუბრობდა რუსეთსა და უკრაინას შორის ნამდვილი და მდგრადი მშვიდობის, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და იქ მყოფი ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლების აუცილებლობაზე.

რომის პაპმა მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ბოლო დროს მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და განაცხადა, რომ ღმერთს ევედრება, რომ „მშვიდობის სასწაული“ მოახდინოს.

ლეო XIV - კარდინალი რობერტ პრევოსტი - პაპად 8 მაისს აირჩიეს. ის გახდა პირველი ამერიკელი, რომელიც რომის კათოლიკურ ეკლესიას ხელმძღვანელობდა.

წმინდა საყდრის პრესსამსახურის ცნობით, რომის პაპის ინტრონიზაციის საზეიმო წირვა 18 მაისს, ხოლო პირველი საყოველთაო აუდიენცია 21 მაისს გაიმართება.

ლეო XIV-ის წინამორბედი, პაპი ფრანცისკე, 21 აპრილს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ეკლესიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. დაკრძალვა 26 აპრილს გაიმართა და პაპი, მისი ანდერძის თანახმად, რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics