01:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-08 15:11:32, 1377 ნახვა

კომენტარი
„მასშტაბურად დავუბრუნებთ პასუხს, შესანიშნავად გამომდის თრევა“ - დიტო სამხარაძე მუქარის შემცველ გზავნილს ავრცელებს

"ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში მზად არიან "მასშტაბურად და ხარისხიანად" დაუბრუნონ პასუხი ყველას, ვინც მათ ამომრჩეველს დისკომფორტს შეუქმნის. 

სამხარაძე ასევე ხელთ არსებული ხელსაწყოთი ელოდება ვინმეს, ვინც " საფრთხეს შეუქმნის ოჯახის წევრებს", რათა "საკაცეებით გაუშვას საცხოვრებელი სახლიდან". 

"მეგობრებო, თუ ვინმეს შეურაცხყოფას მოგაყენებენ, თქვენს სახლებზე წარწერებს გააკეთებენ, დაგემუქრებიან თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს, შეგაგინებენ ან ღირსების შემლახავ კომენტარებს დაგიწერენ სოცქსელებში, გთხოვთ მოგვმართოთ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისს! გარანტიას გაძლევთ პირადად, ზუსტად იგივე მეთოდით და იგივე ხელწერით ოღონდ უფრო მაშტაბურად და ხარისხიანად დავუბრუნებთ პასუხს! შესანიშნავად გამომდის ამათი თრევა, გამწარება!!!  მაგალითად, დიდი სიამოვნებით ველოდები როდის მესტუმრებიან ჩემს სახლში და საფრთხეს შეუქმნიან ჩემს ოჯახის წევრებს, საბაბი რომ მქონდეს და ყველა ჩემს ხელთ არსებული ხელსაწყოთი ან შესაძლებლობებით დავიცვა ჩემი ოჯახი, ამათ დედები მოვუ&₽ნა და საკაცეებით გამოვუშვა ჩემი საცხოვრებელი სახლიდან!!! 

მავიწყდებოდა, გუშინ ამ იდიოტებმა, ჩემი სახლის არასწორი მისამართი გამოპარჭყეს, წყნეთის გზატკეცილი # 36ა, აი აქ ვცხოვრობ. მომივარდით",- წერს დიტო სამხარაძე. 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics