11:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 17:00:16, 845 ნახვა

ეკონომიკა
დავით ბაქრაძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) დირექტორთა საბჭოსა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.

შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2015 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. განვიხილეთ უამრავი საკითხი მათ შორის შეხვედრაზე ყურადღება ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების საკითხებზე გამახვილდა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოს წევრებმა დავით ბაქრაძისგან მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე მოისმინეს დეტალური ინფორმაცია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე, 2015 წლის აპრილში, ბრიუსელში დაგეგმილი ბიზნეს-კონფერენციისთვის მზადების საკითხებსაც შეეხო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics