11:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-05 15:14:06, 946 ნახვა

Lifestyle
პრემიერ-მინისტრი: მალე 2000 ოჯახს გავაბედნიერებთ

588 დღე და 4 საათი დარჩა შერვაშიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი მშენებლობის დასრულებამდე, სადაც საცხოვრებელ ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს, ეტაპობრივად კი, 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად,  დღეს ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი.

„დღეს საფუძველი ჩაეყარა 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობას, რომელიც მთლიანად დევნილებს გადაეცემათ. ეს არის დიდი საქმე და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. მალე 2000 ოჯახს გავაბედნიერებთ. დევნილებს სჭირდებათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები  და ბინები მათ საკუთრებაში გადაეცემათ. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, რომ ყველა  დევნილმა იცხოვროს ადამიანურ პირობებში,“-განაცხადა მთავრობის მეთაურმა სამშენებლო ობიექტზე ყოფნისას.
შერვაშიძის ქუჩაზე  25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე  ოჯახი მიიღებს.  საწყის ეტაპზე კი შენდება ორი 16-სართულიანი კორპუსი.

მშენებლობის ადგილას დამონტაჟებულია  ვიდეო კამერა.  ყველა დაინტერესებულ პირს და მათ შორის თავად დევნილებს, შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერ დროს ინტერნეტით ადევნონ თვალი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას. შერვაშიძის ქუჩაზე ასევე განთავსებულია საათი, რომელზეც ნაჩვენებია მშენებლობის დასრულებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics