12:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 13:22:52, 1331 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი Lifestyle
სააკაშვილი: არასდროს მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე საქართველოში ჩამოვიდოდი

წინასაარჩევნო გამოსვლებში არასდროს მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ჩამოსვლის შემთხვევაში მას პროვოკატორობაში დაადანაშაულებდნენ.  

"საქმე იმაშია, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ის ხალხი, რომელიც მიკიჟინებს, რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი, დავედანაშაულებინე სამოქალაქო დაპირისპირებსი ინსპირირებაში. 

ჩემი პოზიცია ყოველთვის ძალიან ნათელი იყო. ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას და ამის შემდეგ ვაპირებდი ცამოსვლას მეორე ტურისთვის და ასევე არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. უპრეცედენტო მასშტაბის გაყალებებები მოხდა პირველ ტურში. ამაზე რეაგირება როგორ უნდა მოხდეს, ეს არის ადგილზე მყოფი ლიდერებისა და აქტივისტების გადასაწყვეტი. ისინი უკეთესად ხედავენ.

ერთი რამ ნათელია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაყალბებებისა და მანიპულაციების გათვალისწინებით მიიღო 600 ათასზე მეტი ხმა. ეს ძალიან ბევრია რეპრესიებისა და ზეწოლის პირობებში. ხალხმა გაიგო, რომ ივანიშვილმა ჩაიდინა დიდი მანიპულაციები და გაყალებბა. ეს არის შეუქცევადი პროცესი რუსი ოლიგარქის დასუსტებისა. მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და საბოლოო ჰამში ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე. 

ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, საბრძოლო განწყობა, არ შეგუება ამ აფიორასთან და გაყალბებასთან. საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოგვივა",- განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics