22:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-20 13:06:43, 828 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია, თუ თითოეული ადამიანის უფლება დაცული არ არის

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობის, ეთიკურობისა და კვალიფიკაციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ადვოკატთა ასოციაციის როლზე, ადვოკატების პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობაზე და იმ პრობლემებზე, რასაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან.

"შეუძლებელია, სახელმწიფომ მოახერხოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, თუ ამ სახელმწიფოში დაცული არ არის თითოეული ადამიანის უფლება და ამ ადამიანების უფლების დაცვას, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებს ქვეყნის კონსტიტუციური წყობა, მაგრამ ყოველ ინდივიდუალურ და კონკრეტულ შემთხვევაში ამას ახორციელებთ თქვენ, ის ადამიანები, რომლებიც ძალიან სერიოზულ ტვირთს იღებთ საკუთარ თავზე, იცავთ  ადამიანებს, იცავთ მათ უფლებებს და აძლევთ მათ შესაძლებლობას, ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ ისინი სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ადვოკატთა კორპუსი და მათი საქმიანობა დღეს ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას და მნიშვნელოვან, ფილოსოფიურად გამართულ კონცეფციაზეა აგებული.

„ეს კონცეფცია, იმის ნათელი ხედვიდან გამომდინარეობს, რომ ამ ქვეყნად არ არსებობს ნათლად თეთრი და ნათლად შავი, არამედ არსებობს რაღაც გარემოებები და მიზეზები, რომელნიც ყველაზე მძიმე დამნაშავესაც კი აძლევს იმის უფლებას, რომ ჰქონდეს საკუთარი სიმართლის მტკიცების და  საკუთარი უფლებების დაცვის უფლება. ეს ჩვენი მსოფლმხედველობის ფუნდამენტია, ის რაზეც აიგო თანამედროვე ცივილიზაცია და რაზეც დაფუძნდა თანამედროვე სახელმწიფო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კონფერენციას ქართული და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციების ოცდაათზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. 

კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. კონფერენციის მხარდამჭერები არიან  ევროპის საბჭო, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics