17:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 16:54:23, 861 ნახვა

კომენტარი
თინა ხიდაშელი: ჰაუპტვახტი ქართულ ჯარში დარჩენილი მკვეთრი საბჭოთა გადმონაშთი იყო

„ჰაუპტვახტები ქართულ ჯარში დარჩენილი მკვეთრი საბჭოთა გადმონაშთი იყო და სიმართლე გითხრათ, გულწრფელად ვერ ვხვდები, აქამდე რატომ არ იყო ეს ნაბიჯი გადადგმული“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას, ჰაუპტვახტების გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

„ეს არის ადგილი, სადაც თქვენ შეგიძლიათ დაამწყვდიოთ, პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანი ისე, რომ ვერასოდეს ვერავინ ამის შესახებ ვერ გაიგოს, ვერც მისმა ოჯახის წევრებმა, ვერც მისმა ადვოკატმა. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ადამიანი უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაცვის უფლებით, ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ვინმეს კეთილ ნებაზე. იმაზე, კეთილია იმ სამხედრო ნაწილის უფროსი თუ არა, კეთილია და კანონმორჩილია კონკრეტული მეთაური თუ არა. ვითარება, გარემო, ობიექტური გარემოებები უნდა იყოს ისეთი, რომ შეუძლებელს ხდიდეს კანონის დარღვევას. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი დანაყოფი კი ასეთი ობიექტური რეალობა არ არის. ჩვენ გვაქვს საიდუმლო ობიექტები, რომელზეც დაშვება არავის აქვს, ამიტომ როგორი კეთილიც უნდა იყოს მეთაური, ის იქ ვერ შეუშვებს, მაგალითად, იმავე ადვოკატს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ მინისტრად დანიშვნის პირველივე დღეს სწორედ, ჰაუპტვახტების და სპეცუბნების გაუქმების პირობა დადო და ეს პირობა უკვე შესრულებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics