14:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-07 14:32:47, 6450 ნახვა

სამართალი
სუს-მა ჰადსონის ინსტიტუტის კვლევაზე, რომელიც საქართველოში ირანის გავლენებს ეხება გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბოლო დღეებში რამდენიმე პირის მიერ გაკეთდა საჯარო განცხადებები "საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ." უწყებამ ამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ტაბულას სუს-ში უთხრეს.

მათი თქმით, შეისწავლიან განცხადებების შინაარსს და "ავტორთა მოტივაციას."

"ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა პირის მიერ, საჯაროდ, არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით.

ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია. დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ." - აცხადებს სუს-ი.

ცნობისთვის, 3 მარტს "ჰადსონის ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა კვლევა სათაურით "საქართველოს ირანისკენ შებრუნება: თეირანის გავლენის სწრაფი გაფართოება ერთ დროს აშშ-ის ერთგულ მოკავშირეში," რომლის ავტორებიც არიან "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics