13:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 20:08:02, 926 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - აშშ-თან შეთანხმება ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის კურსს არ ეწინააღმდეგებოდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ უკვე ჩამოაყალიბა აშშ-სთან მინერალების მომავალი შეთანხმების ტექსტის საკუთარი ხედვა.

ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ „უკრინფორმს“ განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კიევის პრინციპული პოზიციაა, შეთანხმება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს არ ეწინააღმდეგებოდეს.

მინისტრის თქმით, კიევი ჯერ აყალიბებს მომლაპარაკებელი ჯგუფის შემადგენლობას, რომელიც გაემგზავრება აშშ-ში შეთანხმების ტექსტის საგნობრივი განხილვისთვის.

„ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ჩვენი პოზიცია, ასევე ჩვენი ხედვა მომავალი შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

მისი განცხადებით, მომავალი შეთანხმება უნდა იყოს ურთიერთმომგებიანი, უნდა პასუხობდეს ორივე მხარის ინტერესებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების კურსს.

„ეს უკრაინული მხარის ერთ-ერთი პრინციპული პოზიციაა“, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics