13:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-27 12:35:17, 2951 ნახვა

სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 36-მა მსმენელმა წარმატებით დაასრულა. მაგისტრატურის VI გამოშვების საზეიმო ცერემონია მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. კურსდამთავრებულებს სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიულოცა და კარიერულ წინსვლაში წარმატება უსურვა. კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს ასევე, ეროვნული აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი არაბულმა.

ღონისძიებაზე აკადემიის მაგისტრატურაში დანერგილი სიახლეც გაჟღერდა. ახალი სასწავლო წლიდან აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე იმ სამოქალაქო პირებსაც შეეძლებათ სწავლა, რომელთა საქმიანობაც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან არ არის დაკავშირებული. აკადემია მსმენელებს სამ სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს: თავდაცვის ანალიზი, უსაფრთხოების კვლევები და სახელმწიფო რესურსების მართვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics