17:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 15:00:26, 624 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი არველაძე: მარტში ლარის კურსის მერყეობები მეტ-ნაკლებად დაბალინსებულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი  გიორგი ქადაგიძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა  გიორგი არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ეკონომიკის განვითარების ტემპებს, ლარის გაცვლით  კურსს და აღინიშნა, რომ მარტის თვეში მერყეობები მეტ-ნაკლებად დაბალანსებულია.
"შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან წარიმართა იმ ინფორმაციის შესახებ, თუ როგორ ვითარდება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკა. საუბარი შეეხო ასევე ლარის გაცვლით კურსს.აღინიშნა, რომ მარტში მეტ-ნაკლებად უკვე დაბალინსებული არის ის მერყეობები რაც აქამდე დავინახეთ წინა რამოდენიმე თვის განმავლობაში. თუმცა ეს არ გვაძლევს  იმი თქმის უფლებას, რომ პრობლემა მთლიანად მოგვარებულია. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ მომავალი 6 თვის განმავლობაში რა გაკეთდება ქვეყანაში, აქ გარკვეულწილად  დადებით ფაქტორს შეასრულებს ტურისტული სეზონი და, რა თქმა უნდა, ყველა ის ქმედება, რაც გაკეთდება  ქვეყანაში ინსვეტიციების მოსაზიდად, რათა დაბალანსდეს უცხოური ვალუტის გადინება და შემოდინება",-განაცხადა გიორგი არველაძემ.
მისივე შეფასებით, ყველაზე რეალისტური ნაბიჯი მთავრობის მხრიდან შექმნილ სიტუაციაში  პრივატიზაცია იქნება, რის შესახებაც ხელისუფლებამ უკვე განაცხადა.
"ალბათ ყველაზე რეალისტური რაც იქნება, პრივატიზაციაა, რის შესახებაც მთავრობამ განაცხადა აქამდე წინა შეხვედრებზე.სხვა კუთხით ალბათ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, შეიძლება ეს იყოს დონორები, შეიძლება იყოს უბრალოდ ნებისმიერი სხვა წყარო. კონკრეტულ გეგმაზე ეროვნულ ბანკთან არ გვისაუბრია",-აღნიშნა გიორგი არველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics