2020-03-27 09:47:36, 3458 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზეა
აშშ-ი ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში უკვე პირველ ადგილზეა.
ქვეყანაში ვირუსი 85 653 ადამიანს აქვს დადგენილი.
აშშ-ში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით 1 174 ადამიანი გარდაიცვალა, 1 864 კი - გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის ცენტრად ნიუ-იორკი მიიჩნევა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკის მიხედვით, რომელზეც მონაცემები მოგვიანებით ახლდება, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 82 404 შემთხვევაა დაფიქსირებული.შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს იტალია 80 589 შემთხვევით, მეოთხეს კი - ესპანეთი, 56 197 შემთხვევით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,