21:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 11:05:13, 6029 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად იმყოფებოდა.

ვიზიტი დაიწყო მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე“ სტუმრობით, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის თავდაცვის ძალების უფროსთან, გენერალ ებერჰარდ ცორნთან ერთად ჩავიდა. გერმანულ ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთ მიმართულების სარდალთან, ბრიგადის გენერალ იურგენ ბროტსთან შეხვედრაზე მხარეებმა ჩრდილოეთ ავღანეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და სტაბილურობის გაძლიერებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრმა ბაზა „მარმალზე" დისლოცირებული საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. ბაზა „მარმალზე“ სტუმრობის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა
ოპოზიციური ალიანსი: გალში მცხოვრებ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა ეკრძალებათ და „ოცნების“ პარტია მათ არ იცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics