19:03 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 14:03:58, 534 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე ბათუმის „მოხალისეებს“ შეხვდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე ბათუმში  პროგრამა „მოხალისეს“ მონაწილეებს შეხვდა.

ცენტრის ინფორმაციით, ჯონი კვინიკაძემ და ბათუმის იუსტიციის სახლის მენეჯერმა თამარ სამსონიამ 140 „მოხალისეს“ სერტიფიკატები გადასცეს.

ბათუმის იუსტიციის სახლის მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართულები უფასო პირადობის მოწმობების აქციის განხორციელებაში, რომელიც 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით  მიმდინარეობდა. პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც ქალაქ ბათუმის, ისე აჭარის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ მოხალისეებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პროგრამა „მოხალისე“ მომავალშიც ჩვეულებრივად გაგრძელდება და უფრო მეტი ახალგაზრდა შეძლებს მასში ჩართვას.

დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამა „მოხალისეს“ მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

ცნობისთვის, პროგრამა „მოხალისე“ საქართველოს 13-ვე იუსტიციის სახლში მიმდინარეობდა. ორთვიან აქციაში სულ ჯამში 535 მოხალისე მონაწილეობდა.  პირადობის მოწმობების უფასო აქციის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული დოკუმენტი 442 743-მა მოქალაქემ აიღო.  აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics