13:14 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 12:30:30, 554 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი ვისკოსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მდივანს, ედუარდ უოლს შეხვდა. 
როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმასა და  ამ ჭრილში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
 გიორგი მღებრიშვილმა ედუარდ უოლს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა  და სისტემაში განხორციელებულ ინსტიტუციურ ცვლილებსა და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა. 
მღებრიშვილის თქმით,  საქართველოს პენიტენციური  სისტემის თანამშრომლებმა აშშ-შ- დიდი გამოცდილება შეიძინეს. 
 „მოხარული ვარ, რომ  დაბალი რისკის №16 პენიტენციური დაწესებულება სრულ მზადყოფნაშია და სულ მალე, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ განხორციელებული კლასიფიკაციის საფუძველზე, იქ დაბალი რისკის მატარებელი მსჯავდებულები განთავსდებიან. არ შემიძლია არ აღვნიშნო ამ მხრივ ის დიდი წვლილი, რაც თქვენ, ჩვენს მეგობრებსა და გულშემატკივრებს მიგიძღვით ამ საქმეში. რომ არა აშშ-ს მთავრობის უდიდესი დახმარება, საქართველოში აშშ-ს საელჩოს INL-ის ოფისის ყოველდღიური თანამშრომლობა და ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გაწეული  დახმარება, ჩვენ ეს შედეგი არ გვექნებოდა. საქართველოს პენიტენციური სისტემის თანამშრომლებმა დიდი ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს აშშ-ში სასწავლო ვიზიტით ყოფნისას. მათი მონდომება და ენთუზიაზმი მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ №16 დაწესებულება წარმატებით შეასრულებს იმ ამოცანებს, რაც მისთვის იქნა განსაზღვრული,“ - განაცხადა  გიორგი მღებრიშვილმა. 
ედუარდ უოლი, რომელიც საქართველოში  თანმხლებ დელეგაციასთან ერთად იმყოფება,   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომამდგენლებთან შეხვედრებს ეტაპობრივად გამართავს და  სასჯელაღსრულების დაბალი რისკის N16 დაწესებულების გახსნის ცერემონიალს დაესწრება.
უწყების ინფორმაციით, N 16 დაწესებულების გახსნის ცერემონიალისთვის საგანგებოდ ამერიკული დელეგაცია   ჩამოვიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics