|
2015-07-15 10:29:33, 523 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა
ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული საუკეთესო ურთიერთობა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი, დინამიური და ეფექტური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა სფეროში; ერთობლივ ძალისხმევას ბევრის გაკეთება შეუძლია, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. პრემიერმა ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ეს საღამო განსაკუთრებული მომენტია, როცა ჩვენი ერთობა და მეგობრობა შეგვიძლია ერთად ვიზეიმოთ. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ეს დღესასწაული საქართველოში მცხოვრებ ფრანგებს. დარწმუნებული ვარ ხვდებით, რომ ღვინისა და ვაზის უძველესი კულტურა და ტრადიცია არ გახლავთ ერთადერთი სიმბოლო, რაც ჩვენ გვაერთიანებს. თქვენ თავადვე გრძნობთ, როგორ უყვართ საქართველოში თქვენი ქვეყანა, როგორი გატაცებითა და სიყვარულით საუბრობენ თქვენი მშვენიერი ქვეყნის ისტორიაზე, კულტურასა და ლიტერატურაზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ელჩს და ფრანგული ინსტიტუტის გუნდს, ფრანკოფონიის გაძლიერების მიზნით შემუშავებული არაჩვეულებრივი პროგრამებისთვის,“–აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს და ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა. „ჩვენ მადლიერნი ვართ საფრანგეთის, როგორც ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორისა იმ განუხრელი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის იჩენს ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო სფეროებში. ჩვენი ჯარისკაცები ფრანგი სამხედროების გვერდით იცავენ საერთაშორისო უსაფრთხოებას აფრიკის კონტინენტზე. ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებისა და განვითარების სერიოზული გეგმები გვაქვს. განსაკუთრებით მახარებს ახალი ფრანგული სასტუმროსა თუ საწარმოების გახსნა ჩვენს ქვეყანაში,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას მთავრობისა და პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)