2015-07-13 19:04:47, 575 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზამ შრომითი დავების მომწესრიგებელი სპეციალური კომისია შექმნა
საქართველოს რკინიგზაში მოქმედ პროფკავშირებთან გაფორმებული 2013 -2015 წლების კოლექტიური ხელშეკრულებისა და დამატებითი შეთანხმებების თანახმად, საქართველოს რკინიგზამ შრომითი დავების მომწესრიგებელი სპეციალური კომისია შექმნა.
აღნიშნულ კომისიის შემაგდენლობაში შედიან კომპანიაში მომქმედი „საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირის“ და „საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ წარმომადგენლები.
კომისიის მუშაობა კოლექტიური ხელშეკრულებების მოქმედების ვადით განისაზღვრა.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მეტად ნათელს გახდის შრომითი დავების მოწესრიგების პროცესებს.
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან